ზუგდიდის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაღმარანის უბანში, გზის საფარის სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 691 830 ლარია.
გზა რეაბილიტირდება ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 733 287 ლარია.
ტენდერი გამოცხადდა ურთასა და აბასთუმანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 855 022 ლარია.
რეაბილიტირდება ახალსოფელის ცენტრიდან, ოფაჩხაფუს ცენტრამდე მისასვლელი გზა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 599 040 ლარია.ტენდერი გამოცხადდა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზ. თოდუას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 986 030 ლარია.
გზა რეაბილიტირდება ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 736 552 ლარია.




