ზუგდიდის მერიაში წყალარინების პროექტის პარალელურად გზების რეაბილიტაციაზე საუბრობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია და მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებს ახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრაზე ზუგდიდში გზებზე არსებულ იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოების მიმდინარეობამ გამოიწვია.
როგორც გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, რომელიც ზუგდიდში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესია. პროექტის მიმდინარეობამ გზების დაზიანება გამოიწვია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს და სამუშაოების დასრულების პარალელურად, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდეს.




