წალენჯიხაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა

წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდება შადრევანი, მოეწყობა კალათბურთის ,ჩოგბურთის, გოლფის, სკეიდბორდის სასრიალო მოედანი.
რეაბილიტირდება ღია თეატრი, მოეწყობა მისასვლელი ბილიკები, ატრაქციონები, გამწვანება და გარეგანათებები. პარკის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 462 000 ლარს, აქედან 440 000 ათასი ლარი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტით, 22 000 ლარი კი გამოყოფილიქნა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თ.ბ-კაპიტალი”, სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.




