ნემსები და ფქვილი, წარწერით “ჰეროინი” – “შეცვალე” ზუგდიდში აქციას მართავს

,,გახარია თვალთხარია”, “გახარია ბარიგების მფარველი” ამ ტრანსფარანტებით მოძრაობა ,,შეცვალეს” წევრებმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინ აქცია გამართეს და სიმბოლურად ნემსები და ფქვილი მიიტანეს, რომელსაც ჰეროინი ეწერა.
მათი თქმით, ე.წ. ბარიგებსა და წამლით მოვაჭრეებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მფარველობს და სისტემა უნდა დაინგრეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი პოლიცია არის კრიმინალების და კონტრაბანდის მფარველი.
“ისინი მფარველობენ ქურდულ სამყაროს, ისინი ჩართლი ჰყავთ მეტადონის პროგრამაში, რათა შემდეგ ისევ გამოიყენონ საარჩევნოდ. არჩევნებზე ჩვენ კარგად ვნახეთ ქურდული სამყაროს წევრები, რომლებიც აკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესებს”,- თქვა მოძრაობის წევრმა ხათუნა შამუგიამ.
მსგავსი სიახლეები
თენგო ქობალიას ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდში აქციას მართავენ

სოფელ ნაცატუს მოსახლეობა ზუგდიდის პოლიციასთან აქციას მართავს და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს


