სოფელ დარჩელის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და კლინიკა „სენა-მედის“ დირექტორი გია თოლორდავას ინიციატივით, 1 თებერვალს, 14:00-დან 19:00 საათამდე, დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება.
სხვადასხვა პროფილის მოწვეული და ადგილობრივი ექიმები (თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“, კლინიკა „მკურნალი“, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი „სანუსი“, სამედიცინო კლინიკა „კურაციო ზ“) მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ შემდეგი მიმართულებებით:
• ფსიქოლოგი • თერაპევტი • პულმონოლოგი (თერაპევტი) • ანგიოლოგი • ქირურგი • პედიატრი • ტრამვატოლოგი • ნერვოპათოლოგი • რადიოლოგი (მუცლის ღრუს ექოსკოპია) • მეან-გინეკოლოგი • რეპროდუქტოლოგი (უშვილობის პრობლემა).
უფასო აქციის ფარგლებში ანაკლიის, განმუხურის, კოკის, ხურჩის, ორსანტიის, შამგონისა და დარჩელის მოსახლეობას მოემსახურებიან.




