საშობაო წირვა მშენებარე საკათედრო ტაძარში აღევლინა

სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე დავით ვერავა საშობაო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაესწრნენ.
საშობაო მსახურებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საშობაო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.



