ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა ჩატარდა
7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინება.
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო- საღვთო ლიტურგია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლენა.
ლიტურგია 24 საათზე დაიწყო. მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო-საშობაო ლიტურგია 2014 წლიდან იმართება. მანამდე კი წირვა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში იმართებოდა .
საშობაო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.



