ზუგდიდის ივერის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში სააღდგომო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს,რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენს.

სადღესასწაულო ლიტურგიას ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორი (გეგა) შენგელია, ასევე სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ალექსანდრე მოწერელია ესწრებიან.


ლიტურგიის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა შესრულდება. სასულიერო პირები , ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობენ.
სააღდგომო მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.



