ალექსანდრე მოწერელია სააღდგომო ლიტურგიას ვაჟთან ერთად დაესწრო

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მშენებარე ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ვაჟთან ერთად დაესწრო.
ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.




