მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია აღევლინება

დღეს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს. ამ წუთებში მაცხოვრის შობის სახელობის ძველი სენაკის ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. სადღესასწაულო მსახურებას მრევლთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ესწრება.
მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების და საყოველთაო განახლების დღესასწაულთა დღესასწაულია. ქრისტე აღდგა! მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა! გიხაროდენ!




