სოფელ შამგონაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი ძალადობაზე საუბრობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 30 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის მეუღლის ნათესავები აცხადებენ, ინციდენტს წინ ცოლქმრის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ქალბატონმა სოფლის დეპუტატის საძროხეში თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლილის მამა ამბობს რომ ცხედარს ზურგის არეში აღენიშნება ძალადობის კვალი და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სიძეს ყავდა მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შვილი გაუჩნდა და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო.
განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილის ძმა. მისი თქმით, ქალი ჯერ სცემეს, მოკლეს და შემდეგ საძროხეში ჩამოკიდეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.








