სენაკის მერმა წლის შემაჯამებელი თათბირი გამართა

ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა წლის შემაჯამებელი თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წელი შეაჯამა, არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
,,2019 წელი სენაკისთვის გამორჩეულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მასშტაბურობით.
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 16 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტში, 2020 წლიდან აქტიურად გაგრძელდება ძირეული ძვრები ეკონომიკური გაჯანსაღების, კონკურენტუნარიანი მასშტაბური პროექტების განხორციელების, ძლიერი ბიზნესგარემოს ფორმირების, ინვესტიციების მოზიდვის, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა სეგმენტის განახლებისა და წინსვლის თვალსაზრისით, სენაკისა და სენაკელთა საკეთილდღეოდ“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
✔ლევან კუპრეიშვილმა ნაყოფიერი გუნდური მუშაობისა და გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ მათგანს, მადლობა გადაუხადა და წარმატებული 2020 წელი უსურვა.




