“მიშა გელოდებით” – ზუგდიდში ძებნილი ექსპრეზიდენტის ლექსები მოისმინეს

ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში , საქართველოს ძებნილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მხარდამჭერებთან და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე დაესწრნენ.
შეკრებილებს სიტყვით სკაიპის საშუალებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც მხარდამჭერები შეძახილებით – “მიშა გელოდებით” შეხვდნენ.
როგორც სააკაშვილმა სკაიპით ჩართვისას განაცხადა, ხელისუფლების სათავეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის 9 წლიან პერიოდს შეიძლება “ოქროს ეპოქა” ეწოდოს.მისივე თქმით, წიგნში საუბარია იმ დეტალებზე, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო მსოფლიო პროცესების შუაგულში და მან საზოგადოებას მისი წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდა.




