გახარია: ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დღეს, ზუგდიდში ვიზიტისას გამოეხმაურა:
,,ჯერ ეს ერთი, მოდი შევთანხმდეთ ასე, ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. რჩება თუ არა კონტი ჯგუფი ეს მათი გადასაწყვეტია. მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, მე გეუბნებით ოფიციალურად, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა ძლიერ, მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ. პროექტში მონაწილეობაზე,”- განაცხადა გახარიამ.
Conti ჯგუფი ანაკლიის პროექტში დარჩენას არ აპირებს.
Conti International-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. Conti ჯგუფმა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერების“ რიგებიდან გასვლის შესახებ 2019 წლის აგვისტოში განაცხადა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე: საქართველო, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა – როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


