სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.
ამ ეტაპზე ხორციელდება ქალაქის ცენტრალური კოლექტორის – არხების, ღელეების ამოწმენდითი და გაბიონით – კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები.
ქუთაისისა და თეფანიას ქუჩების გასწვრივ, რკინიგზის მაგისტრალამდე, 1 500 მეტრ მანძილზე, მიმდინარეობს ღელე ,,ფიცუს“ ამოწმენდითი და 1 200 მეტრზე, დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გამაგრებით სამუშაოები.
აღნიშნულ პროექტებს, ღირებულებით 144 999 ლარი, შპს ,,იო-სება“ ახორციელებს.
ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ჩხეტიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, 2 500 მეტრ მანძილზე – მდინარე ,,ფიცუს“ კალაპოტის ამოწმენდითი სამუშაოები.
აქტიურად ხორციელდება ქავთარაძისა და კოლხეთის ქუჩების გასწვრივ გამავალი ღელეების ამოწმენდითი სამუშაოები და 3 800 მეტრ მანძილზე – ჯებირების, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 218 805 ლარს შეადგენს, შპს ,,კოლხიდა“ აწარმოებს.




