პროფილაქტიკურ აცრებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენელმა თამარ სულხანიშვილმა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ტრენინგი გამართა.
ტრენინგს მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროფილაქტიკური აცრების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება უმნიშვნელოვანესია მართვადი ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მაქსიმალური შემცირების და გართულებების თავიდან აცილებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროფილაქტიკური აცრების ახალ კალენდარში შეტანილ ცვლილებებსა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის საკითხებს.




