ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიასთან ერთად დაათვალიერა.
თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია.
დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის
რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.




