სენაკში სისხლის დონორთა აქცია გაიმართა

დღეს, მუნიციპალიტეტის მერიაში, შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” (სისხლის ბანკი) ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. კეთილშობილურ კამპანიაში ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად’’ მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ა(ა)ი.პ.-ების თანამშრომლებმა.
სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
სისხლის უანგარო დონორთა აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს, რომელიც უსაფრთხო პროცესია და მას ლეიკემიითა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.სოციალური პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი და საპატიო მოვალეობაა.




