stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ახალი ტენდერი სექტემბერში ჩატარდება

28.08.2019 / 28 აგვისტო 2019
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ახალი ტენდერი სექტემბერში ჩატარდება

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების მიზნით, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფა-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სტადიონი ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო, თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტსა და ვადაში დასრულება ვერ მოხერხდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ძირითადი სტადიონის დასრულებისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, – წერია ფონდის ინფორმაციაში.

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის დასრულებისა და ახალი, ხელოვნურსაფარიანი, სათადარიგო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 2019 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს 14:00 საათზე დამთავრდება. ფონდის ცნობით, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გათვალისწინებით, 10,548,180.00 ლარი იქნება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ახალი სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანისაფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რის გამოც, ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი არ მიიღო და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, მათ შორის – ბეტონის კედლის მორღვევაზე.

წინა პოსტი

ფრედერიკ ბეგბედერი: “გაატარე შემოდგომა საქართველოში”

შემდეგი პოსტი

წალენჯიხაში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

ზუგდიდის მერიის ახალი ინიციატივა

ზუგდიდის მერიის ახალი ინიციატივა

ზუგდიდის ტექნოპარკში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდება

ზუგდიდის ტექნოპარკში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდება