ფრედერიკ ბეგბედერი: “გაატარე შემოდგომა საქართველოში”

ცნობილი ონლაინ კამპანია, გაატარე ზაფხული საქართველოში (#SpendYourSummerInGeorgia) ზაფხულის დასრულების შემდეგ გრძელდება. ამჯერად ახალი ჰეშტეგებით #SpendYourAutumnInGeorgia (გაატარე შემოდგომა საქართველოში) და #Spend4SeasonsinGeorgia (გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში).
კამპანიის ავტორები, რომლებიც ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, თითქმის 300-ათასკაციან ჯგუფში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ ახალი ჰეშტეგები 4 დღეში, ზაფხულის დასრულების შემდეგ გამოიყენონ.
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას კამპანიის ფარგლებში შეუწყობს ხელს. ვიდეოში, რომელიც პოპულარულ ჯგუფში გავრცელდა, ის ინგლისურად ამბობს:
“გამარჯობა, მე ფრედერიკ ბეგბედერი ვარ და თქვენთვის მესიჯი მაქვს. გაატარე შემოდგომა საქართველოში”.




