stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

,,კოლხური შემოდგომა” ჩხოროწყუში

19.10.2019 / 19 ოქტომბერი 2019
,,კოლხური შემოდგომა” ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა“ გაიმართა, ჩხოროწყუ 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გახსნა , მან მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან ერთად მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა.

საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ: შიო მუჯირს – (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდლოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი;) ედემ კვირტიას – (მწერალი, პუბლიცისტი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); არნოლდ ჟვანია – (ღვაწმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, წლების განმავლობაში ჩხოროწყუს რაიონის ხელმძღვანელი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი); კოტე ვახანია – (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი); აველინა გოგუა – (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი); ჩხოროწყუსა და მოლეტაის მერებმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ასევე ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. დაესწრნენ სოფელ მუხურში ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ,,დომიხვამით ოდაბადე“ ,დაათვალიერეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გამოფენა ,,ჩხოროწყუ 90 წლისაა“. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა სულგუნის მომზადებაში დაამყარდა ეროვნული რეკორდი, იაგო დარსალიამ 34კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

მთელი დღის მანძილზე მუნიციპალიტეტის ცენტრში მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით .ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულ გიორგი პაპავას მერმა ჭედილა გადასცა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, საჯარო სკოლებმა, საბავშვო ბაღებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს.

წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო. ასევე, გაიმართა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო ღონისძიებებს ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერი საულიუს ჯაუნიეკა კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა. მუნიციპალიტეტის მერები, სასულიერო პირები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაიმართა გალა კონცერტი ,რომელშიც ადგილობრივი ბენდი და სოფო და ბორის ბედიები მონაწილეობდნენ. ,,კოლხური შემოდგომა ’’ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

წინა პოსტი

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს

შემდეგი პოსტი

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

,,კოლხური შემოდგომა“ ჩხოროწყუში

,,კოლხური შემოდგომა“ ჩხოროწყუში

რეფერენდუმის დღე ჩხოროწყუში

რეფერენდუმის დღე ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში ორი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუში ორი სახლი დაიწვა