მწვერვალ თეთნულდზე დაშავებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე დაშავებული შუახნის ქალის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მესტიის საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შორენა რატიანის განცხადებიტ, 55 წლის ქალი დამოუკიდებლად სუნთქავს, გონზეა და კონტაქტურია.
„ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნორმაშია სასიცოცხლო მაჩვენებლები. მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ტრავმა აქვს შუბლისა და კისრის არეში. გვითხრა, რომ მთელი ღამე ცდილობდა არ დაეძინა, რომ არ გაყინულიყო. კიდურები მოძრაობის დროს ტკივა, სავარაუდოდ, მოტეხილობებია, თუმცა ეს კვლევების შემდეგ გამოჩნდება“, – აღნიშნა რატიანმა.
მისივე თქმით, კვლევების შემდეგ პაციენტს ქუთაისში გადაიყვანენ.




