სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება. ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა თავად ზაზა ფაჩულიამ ჩადო. ცერემონიალში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, ზაზა ფაჩულიას და გალფის თანამშრომლობით ხორციელდება.




