ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები და ეზოები. როგორც მერის პირველი მოადგილე, ცოტნე შონია აცხადებს, სტიქიის შედეგად დაიტბორა თითქმის ყველა გამავალი არხი, რომელიც ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას უერთდება.
ჩახერგილია გზები. წვიმის წყალმა დატბორა 15-მდე ოჯახის პირველი სართულები და ეზოები. “დავდივართ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად და ვაკეთებთ მონიტორინგს. ზარალი შეიძლება იყოს სოლიდური”, – აცხადებს მერის მოადგილე.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას,ცოტნე შონიას თქმით,მათ მოსახლეობა ცხელ ხაზზე უკავშირდებათ და მობილური ჯგუფები შესაბამისად მოქმედებენ.




