ზუგდიდში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ზუგდიდში საინიციტიავო ჯგუფმა” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საინიციატივო ჯგუფის ” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა, ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
გურამ ფალავანდიშვილის თქმით მათ მიიღეს უფლება ტაძარში, და არა მარტო ტაძარში, სხვა ადგილებშიც მეტროებთან, დადგან ხელმოწერების ყუთები.
“გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა, მარშები, ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ეს ხმა მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ 1 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთ თვეს მივცემთ, დაველოდებით პასუხს. და თუ პასუხი არ იქნა 1 ნოემბრიდან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე, რათა ეს ბოლობოლო მიიღონ.” -განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა .
ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ ისაუბრა დღევანდელი წირვის შესახებ. მისი თქმით ის არ იყო საქმის კურსში ხელმოწერების შეგროვების თაობაზე. გურამ ფალავანდიშ ილმა მეუფე გერასიმეს ხელმოწერების შესახებ წირვის შემდეგ მიაწოდა ინფორმაცია.
ზუგდიდში საინიციტიავო ჯგუფმა” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საინიციატივო ჯგუფის ” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა, ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.გურამ ფალავანდიშვილის თქმით მათ მიიღეს უფლება ტაძარში, და არა მარტო ტაძარში, სხვა ადგილებშიც მეტროებთან, დადგან ხელმოწერების ყუთები.“გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა, მარშები, ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ეს ხმა მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ 1 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთ თვეს მივცემთ, დაველოდებით პასუხს. და თუ პასუხი არ იქნა 1 ნოემბრიდან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე, რათა ეს ბოლობოლო მიიღონ.” -განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა .ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ ისაუბრა დღევანდელი წირვის შესახებ. მისი თქმით ის არ იყო საქმის კურსში ხელმოწერების შეგროვების თაობაზე. გურამ ფალავანდიშ ილმა მეუფე გერასიმეს ხელმოწერების შესახებ წირვის შემდეგ მიაწოდა ინფორმაცია.” დღეს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება, მორწმუნე ერი შეიკრიბა რათა ვილოცოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისათვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს განვითარდა მოვლენები, რომლებიც გარეთ თუ შიგნით, ძალიან აღელვებს საზოგადოებას და ჩვენ დღეს ჩავატარეთ წირვა-ლოცვა რომ უფალს შევევედროთ, რომ მშვიდობა იყოს უპირველეს ყოვლისა საქართველოში და კეთილდღეობა. ეს ყველაფერი მოხდება ერთსულოვნებით, როდესაც ერი და ბერი შრიკრიბება, როდესაც ერი და ბერი ერთად დადგება ღვთის წინაშე და ჩვენც ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ, რომ უფალს შევევედროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის დამკვიდრება და სიყვარული უფლისა და მოყვასის. ” რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, არ ვიცი რა ხელმოწერები გროვდება” -განაცხადა მეუფე გერასიმემ
Gepostet von Malkhaz Basilaia am Samstag, 20. Juli 2019
” დღეს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება, მორწმუნე ერი შეიკრიბა რათა ვილოცოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისათვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს განვითარდა მოვლენები, რომლებიც გარეთ თუ შიგნით, ძალიან აღელვებს საზოგადოებას და ჩვენ დღეს ჩავატარეთ წირვა-ლოცვა რომ უფალს შევევედროთ, რომ მშვიდობა იყოს უპირველეს ყოვლისა საქართველოში და კეთილდღეობა. ეს ყველაფერი მოხდება ერთსულოვნებით, როდესაც ერი და ბერი შრიკრიბება, როდესაც ერი და ბერი ერთად დადგება ღვთის წინაშე და ჩვენც ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ, რომ უფალს შევევედროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის დამკვიდრება და სიყვარული უფლისა და მოყვასის. ” რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, არ ვიცი რა ხელმოწერები გროვდება” -განაცხადა მეუფე გერასიმემ




