წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვდრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას შეხვედრაზე იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განხორციელდება.




