ზუგდიდიში “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

,,ჩვენ გვინდა მიუმხრობლობა,” ,, რუსთავი 2 ზარალია, ,,ჩვენ გვინდა ეკლესია”, ,,ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ერი” -ამ ლოზუნგებით საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ზუგდიდის ოფისმა, რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საყვირების აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა რ2 -ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგი გააპროტესტა და მას ენმს მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს. აქციაზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.



