ზუგდიდის მერი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომაგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს გეგა შენგელიას. შეხვედრაზე განხილული იყო დევნილთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ იმ საკითხებს , რომელთა გადაჭრა აუცილებელია მიმდინარე ეტაპზე. მე ძალიან კმაყოფილი კომუნიკაციის ფორმით და იმ მხარდაჭერით , რასაც მუდმივ რეჟიმში ვგრძნობ, როგორც უწყების ხელმძღვანელი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სერიოზული მიდგომა და მყისიერი რეაგირება ასევე დადებითად აისახება აფხაზეთის მკვიდრთა ყოველდღიურობაზე. იმედი მრჩება , რომ კოლექტიურ ცენტრებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, ხურჩის საოკუპაციო მუზეუმში ( ” არვის ჩვენი მიწა” ) არსებული პრობლემების აღმოფხვრა და სხვა განხილული საკითხები ასევე გადაიჭრება და მოგვარდება ერთობლივად”,- განაცხადა წარმომაგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.




