თეთნულდზე 58 წლის ჩეხი ტურისტი გარდაიცვალა

თეთნულდზე 58 წლის ჩეხი მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მამაკაცი სიმაღლიდან მოწყდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
მთამსვლელები “მესტიის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს” დაუკავშირდნენ, მაშველებმა კი თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს. დაღუპული ჩეხი ტურისტი მესტიაში დღეს გადმოასვენეს. დანარჩენი სამი ტურისტის განცხადებით კი- თავად კარგად არიან და დამოუკიდებლად ბრუნდებიან მესტიაში.




