სვანეთში ჯომარდობისას 33 წლის რუსი ტურისტი დაიღუპა

სვანეთში ჯომარდობისას 33 წლის რუსეთის მოქალაქე, ტურისტი მარია ლვოვა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.




