ლახამულას ხევში ტურისტი გადავარდა და დაიღუპა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფ.ლახამულასთან მოხდა. შს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია 1996 წელს დაბადებული ჩინეთის მოქალაქე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მესტიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. მუხლი გულისხმობს: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მაშველებმა ცხედარი ხევიდან ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს.




