ზუგდიდის მერის მოადგილემ კულტურის სამსახურის 6 თვის ანგარიში მოსმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და თითოეული განყოფილებისგან, გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიში მოისმინა.
კონსტანტინე კაკავას თქმით, განყოფილებებისგან ანგარიშების მოსმენა, მათი მუშაობის ეფექტურობის შეფასებასა და ახალი სამუშაო სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად.




