სამეგრელოს გუბერნატორი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართვეობის წარმომადგენლებთან ერთად ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ციტრუსის მეურნეობისა და მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრეს და პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით დახმარება ითხოვეს.
გუბერნატორმა ნარაზენის საჯარო სკოლა და სპორტულ დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. შამადელაში კი, სოფლის 950მეტრიან მოკაკვეთზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ამავდროულად, მოსახლეობის ხობი-შამადელას დამაკავშირებელ 3 კმ-მდე მონაკვეთში ტექნიკური სამუშაოების განხორციელების, გაზიფიცირებისა და სპორტული მოედნის მოწყობა შესახებ თხოვნა მოისმინა.
,,მთავრობა მუშაობს აუთვისებელი და სარემონტო ნაგებობების აღდგენაზე. მზად ვარ, შესაბამის სტრუქტურებთან გიშუამდგომლოთ აღნიშნულ პრობლემებზე. აქვე უნდა გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და თხილის კულტურის აღდგენასთან ერთად მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნითაც ვითანამშრომლებთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი ხედები იშლება თქვენი სოფლიდან, აქაც ტურიზმი უნდა განვავითაროთ, რომ მოსახლეობას შემოსავლის ალტერნატიული წყარო გაუჩნდეს“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.




