დღეს სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს საინფორმაციო ოფისის ხემძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილიუფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში და ასევე საუბარი იყოსაქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ ნატოსთან თანამშრომლობით. ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენიერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




