სენაკში ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან, პროექტების მიმდინარეობის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის და დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესი.
აქტიურად მიმდინარეობს წმინდა ნინოს № 8, №10, №11 და №14-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების რეაბილიტაცია და გადახურვა. ასევე განახლდება რუსთაველის №166, №168, №168-ბ, №231, №235 და №235-ა კორპუსების ფასადები და დაზიანებული სახურავები.
სამუშაოებს, რომლის სატენდერო ღირებულებაა 288 686 ლარი, ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე ველოდი სანაია აწარმოებს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.სენაკშ




