სოციალურმა კომისიამ განცხადებები განმუხურში გადაამოწმა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებმა ბესიკ ჭეჟიამ, გია დანელიამ, ვოვა გვილიამ და ნათია ქუჩულორიამ შემოსული განცხადებები განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილზე გადაამოწმეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ლია ახალაია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ შემოსულია 243 განცხადება, აქედან 141 განცხადება სახლის მშენებლობას, ხოლო 102 განცხადება „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას შეეხება.
კომისია დაკომპლექტებულია როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული.




