სოციალური სახლების მშენებლობაზე კომისიამ განცხადებები გადაამოწმა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებმა თამუნა ჯიქიამ, ოთარ ქადარიამ, ბართლომე შელიამ და მერაბ შონიამ შემოსული განცხადებები რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილზე გადაამოწმეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ შემოსულია 243 განცხადება, აქედან 141 განცხადება სახლის მშენებლობას, ხოლო 102 განცხადება „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას შეეხება.
კომისია დაკომპლექტებულია როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით.
სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული.




