ზუგდიდში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აღიმართება

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აღიმართება.
აღნიშნულ ადგილას დღეს მოზაიკური ფრესკის მაკეტი დაიდგა, რომელსაც მეუფე გერასიმე სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.




