ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე არასრულწლოვანი ბავშვები გამოიყვანეს

ზუგდიდში სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოძრაობა ” ერთად სახლში – საქართველომ” აქცია გამართა. აქციიაზე არასრულწლოვანები სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებით იდგენენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა ლექსო აკობიამ განაცხადა, ბავშები, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან, არიან საკუთარი ნებით გამოსულები და ეს შეთანხმებულია მათ მშობლებთან.
“ ვაპროტესტებთ დღევანდელ ვითარებას და გვინდა რომ ხელისფლებას მივაწვდინოთ ხმა. პირველ რიგში რუსეთი არის ოკუპანტი, გვინდა მივაწვდინოთ ხმა რომ დღეს 70000 ბავშვი შიმშილობს და არა რუსეთს. “- აცხადებს აქციის ორგანიზატორი ლექსო აკობია.



