არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება საკრებულომ 11 დღის ვადაში უნდა ცნოს

ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, 30 487 ხმით ზუგდიდის მერად გიორგი შენგელიაა არჩეული.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, შედეგების შეჯამებიდან 11 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის საკრებულომ არჩეული მერის უფლებამოსილება უნდა ცნოს.
შედეგები კი საოლქო კომისიამ 29 მაისს შეაჯამა.


