“სახელმწიფო არის გარანტი, რომ პორტის მშენებლობას შეფერხება არ ექნება”

ზუგდიდის ახლადარჩეული მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მთავარი გამოწვევა სახელმწიფოსთვის და სწორედ სახელმწიფოა გარანტი, რომ აშენდება მისივე მხარდაჭერით.
“მე წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ პორტი აშენდება და უამრავ ადამიანს ექნება აქ დასაქმების შესაძლებლობა.
ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან და ეს ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“-ს არავითარი პორტის მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია. ეს დოკუმენტიც გაცემულია ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ და მისი გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული არც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თან და არც მთავრობის მეთაურთან.
სახელმწიფო არის გარანტი, რომ პორტის მშენებლობას შეფერხება არ ექნება,”-განაცხადა შენგელიამ.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემს წინააღმდეგ

მამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი


