ქართული სიმღერა, ღვინო და კერძები – დანიის სამეფოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას დანიის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების, კოპენჰაგენში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ დემოკრატიული საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და დანიას შორის არსებულ მზარდ ორმხრივ თანამშრომლობაზე. მან მადლიერება გამოხატა დანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ასპირაციის მუდმივი მხარდაჭერისათვის.
ღონისძიება დანიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ქართული ანსამბლის „შავნაბადას“ მიერ შესრულდა.
მიღების დროს დამსწრე საზოგადოებამ ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები და დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.




