ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკა – “შავნაბადამ” დანიის სამეფოში კონცერტი გამართა

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კოპენჰაგენის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფრედერიკის ეკლესიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კონცერტი გამართა.
“შავნაბადას” სოლო კონცერტი საქართველოს ელჩმა დანიის სამეფოში საზეიმოდ გახსნა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურაში ხალხური სიმღერებისა და მრავალხმიანი მუსიკის მნიშვნელობაზე. გამორჩეული ჟღერადობით ცნობილ, მრავალსაუკუნოვან ქართულ მუსიკალურ ტრადიციას 2001 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
? ფრაგმენტი გუშინდელი კონცერტიდან.? "ჩელა"#denmark
Gepostet von Shavnabada • შავნაბადა am Freitag, 24. Mai 2019
საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და დანიის ურთიერთობების უახლეს ისტორიაში ქართული მრავალხმიანი მუსიკა პირველად შესრულდა დანიის გამორჩეულ ტაძარში.
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტზე შეასრულა ცნობილი ქართული პოლიფონიური სიმღერები. ხალხური და საეკლესიო მუსიკის შერევით „შავნამადამ“ დამსწრე მსმენელი მოხიბლა საკუთარი ვოკალური შესრულებითა და ტრადიციულ მუსიკაზე აქცენტით.




