ექსკლუზივი: ზუგდიდში, შუახნის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში შუახნის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების განცხადებით გ.ს აღდგომის შემდეგ გარეთ არავის უნახავს, თუმცა მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ მამაკაცი სააღდგომოდ ნათესავებთან წავიდა.
“აღდგომის შემდეგ ჩვენ ის არ გვინახავს. რომ არა ლეშის სუნი საცხოვრებელ კორპუსში, ვერც ვიფიქრებდით, რომ ის აქვე იყო და თან გარდაცვლილი”-აცხადებს STV-თან გ.ს-ს ერთ-ერთი მეზობელი.
მისი განცხადებით, მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეამტვრიეს გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მისსავე ბინაში.
“შევამტვრიეთ კარი პატრულის დახმარებით და გ.ს სააბაზანოში ვიპოვეთ გარდაცვლილი. ცხედარს უკვე გახრწნა ჰქონდა დაწყებული, თავი კი ჩასისხლიანებული. წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის რასთან გვაქვს საქმე, თუმცა სავარაუდოდ ის აბაზანაში ბანაობისას დაეცა და თავი დაარტყა. საშინელი სანახავი იყო. ძალიან ცუდი ფაქტია”,-აცხადებენ მეზობლები STV-თან.
გარდაცვლილის შვილის განცხადებით, გარდაცვლილ მამაკაცს გული აწუხებდა. მისი ვარაუდით ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
შსს-ში STV-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




