ექსკლუზივი: ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს

ზუგდიდში, რესტორან “არგოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. ინციდენტი მოხდა სიძე- ცოლის ძმას შორის, რაც ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას. გ. შ. მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
“112 ის სამსახურის მიერ შემოსვენებულ იქნა გვამი,ბასრი საგნით მიყენებული გულმკერდის მარჯვენა ნახევარსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში შემღწევი ჭრილობით… გვამი პოლიციის მიერ გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში”,-აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
STV-თვის ცნობილი ხდება, რომ მკვლელი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის დეტალები.



