ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში შეყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მუცლის არეში აქვს ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული და ის სასიცოცხლო ნიშნებით შეყვანილია საოპერაციოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.




