მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღი აშენდება

რუხში, ჭითაწყარსა და შამგონაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს. ბაღების პროექტის მოსამზადებლად სამუშაოებზე ტენდერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი რუხსა და ჭთაწყარში 100 აღსაზრდელზე, ხოლო შამგონაში 75 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღი აშენდება (შამგონა, ჯუმი, ჭითაწყარი, დარჩელი, რუხი, ანაკლია ქალაქის #4 საბავშვო ბაღი), ბერიას ქუჩაზე კი N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.




