ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაობის დარულება მიმდინარე წელს მოხდება. წელსვე ზუგდიდში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.
ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო პროცესს ადილზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნენ.
ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ბაღი შეძლებს 125 აღსაზრდელის მიღებას (5 ჯგუფი) და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.
ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 168 000 ლარია იხარჯება. პახალი ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.




