კახა მიქაია: ,,მხარს გეგა შენგელიას ვუჭერ, რადგან მას პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს”

“დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერის კახა მიქაიას მხარს გეგა შენგელიას უჭერს, რადგან მას პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს.
როგორც მიქაიამ აღნიშნა, მას ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მეტამორფოზის არ სჯერა და ყველა დანაშაულზე, რაც ხავერდოვანი ხელისუფლების დროს ხდებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც სანდრა რულოვსს, ისე ყველას ეკისრება. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ ფორმალურად განუდგნენ.
“პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე მე ვერ ვხედავ ალტერნატივას, შეიძლება ვთქვათ არცერთი არ გვინდა, მოდი ავირჩიოთ სხვა, მე ვერ ვხედავ რეალურ კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი ისევ ამ ორ ძალას შორის იქნება. მე არ ვუჭერ მხარს “ქართულ ოცნებას”, მე ვუჭერ მხარს გეგა შენგელიას, რადგან სანდრას გამარჯვება ზუგდიდში კატასტროფაა, ის არ არის დაინტერესებული ზუგდიდის პრობლემებით, მას არ აინტერესებს ზუგდიდელთა გაჭირვება და ის სოციალური ფონი რაც ზუგდიდშა. ეს ყველაფერი მისთვის არის მეორე პლანზე, მთავარი მიზანი არის ის რომ სანდრა რულოვსის კალთას ამოფარებულმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნას პლათფორმა, და თუ მათი მთავარი მესიჯია ზუგდიდიდან განვითარების დაწყება, მე გეტყვით, რომ სანდრას გამარჯვების შემთხვევაში – ზუგდიდიან დაიწყება ქვეყნის ოკუპაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ. ამიტომ მე არ მინდა და არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ოკუპაციის მონაწილე ვიყო, მე ყოველთვის წინააღმდეგობას გავუწევ სააკაშვილის დაბრუნების. მე თუ ვარ ოპონენტი “ქართული ოცნების”, მე არ ვარ ოპონენტი ჩემი ქალაქის ამიტომ ვუჭერ მხარს გეგა შენგელიას. სანდრას გამარჯვება პირდაპირკავშირშია ახალაიებისა და ქარდავების მობრუნებასთან,”-განაცხადა მიქაიამ.



