კახა მიქაია – გეგა არის ძალიან პატიოსანი ადამიანი, მე მხარ ვუჭერ მის კანდიდატურას

,,დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერი ლიდერი კახა მიქაია ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გეგა შენგელიას უჭერს მხარს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მეტამორფოზის არ სჯერა.
,,მე მხარს ვუჭერ გეგა შენგელიას კანდიდატურას, გეგა არის ძალიან პატიოსანი ადამიანი, კარგია, რომ მას არ ამძიმებს პოლიტიკური წარსული, არის ძალიან ნორმალური ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოტივირებულია, რომ კარგი საქმეები აკეთოს თავისი ქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მე ვოპონირებ ,,ქართულ ოცნებასთან” და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არ ვარ ოპონენტი ჩემი ქალაქის, ჩემი კუთხის. ამიტომ მე ვხედავ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში სამეგრელოში პარტია დაიწყებს, პირდაპირ გეტყვით, ქვეყნის ხელმეორე ოკუპაციას. მე არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და არც ნაციონალური მოძრაობის მეტამორფოზის, არ მჯერა მათი მონანიების, მე არ მჯერა მათი გაკეთილშობილების, ამიტომ რეალურად ვაფასებ სიტუაციას. რადგან ორი ძირითადი კანდიდატია, სანდრა რულოვსი და გეგა შენგელია, მე მხარს ვუჭერ გეგა შენგელიას, იმიტომ, რომ არ მოხდეს ის, რაც უკვე გითხარით.
რაც შეეხება თავად გეგას, მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ სანდრა რულოვსი არ გახდეს ზუგდიდის მერი და გეგამ მოიგოს არჩევნები,”- განაცხადა კახა მიქაიამ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და არჩევნების ევროპულ დონეზე ჩატარდება.
,,წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას. თუ ნაციონალები ფიქრობენ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სიტუაციას და საზოგადოებას ამცნონ, რომ თითქოს ზეწოლაა და მთელი ამბები, აქ ასეთს მე ვერაფერს ვხედავ და მემგონი არც არის მოსალოდნელი. ზუგდიდში არჩევნები ჩატარდება ნორმალურად, ევროპულ დონეზე და კიდევ იმედი მაქვს, რომ ჩემი თანაქალაქელები გაათვიცნობიერებენ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოჰყვეს სანდრა რულოვსის მერად არჩევას და ხმას მისცემენ ბატონ გეგა შენგელიას,”-აღნიშნა მიქაიამ.
მსგავსი სიახლეები

კახა მიქაია: ,,მხარს გეგა შენგელიას ვუჭერ, რადგან მას პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს”

კახა მიქაია გეგა შენგელიას: “თუ გგონია, ზუგდიდის მერად შენს არჩევაში, თავად შენი წვლილი, თუნდაც, იოტის ოდენაა…”


